იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ. სხდომაზე კანდიდატებს ანბანური თანმიმდევრობით მოუსმენენ. ბიძინა სტურუას შემდეგ გასაუბრების პროცესი, 16:00 საათზე, ლაშა ქოჩიაშვილთან დაიწყება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებს ბიძინა სტურუას ბიოგრაფიას აცნობს, ასევე კანდიდატს მიეცემა 5 წუთი იმისათვის, რომ კომიტეტს მიმართოს. ამის შემდეგ კი, კომიტეტზე სტურუას კითხვებით მიმართავენ. ასეთივე პროცედურაა გათვალისწინებული მეორე კანდიდატის შემთხვევაშიც.

გასაუბრების პროცესს ესწრებიან უმრავლესობის დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. პროცესს ასევე მონიტორინგს უწევს ეუთო/ოდირი.

რაც შეეხება ოპოზიციას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას ესწრებიან პარტიების: "მოქალაქეები", "სოციალ-დემოკრატები" და "საქართველოსთვის" წარმომადგენლები. საპარლამენტო სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

პროცესი პარლამენტში 6 ივლისს დაიწყო და უკვე 6 კანდიდატს მოუსმინეს.

იხილეთ ვიდეო:იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა