3 ახალშობილი, რომელთაგან ერთს პირველადი სპეციფიური PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს „ბრიტანული“, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

3 ახალშობილი, რომელთაგან ერთს პირველადი სპეციფიური PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს „ბრიტანული“, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა. რაც შეეხება მესამე ბავშვს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მისი კვლევა ამჟამად არ მიმდინარეობს.

მაია ჩხაიძის თქმით, ბავშვი, რომელსაც „ინდური“ შტამი დაუდასტურდა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოიყვანეს.

„სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისევ მართვით სუნთქვაზე რჩებიან. ბავშვი, რომელსაც პირველადი სპეციფიური PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს, სოხუმის კლინიკაში იწვა და იქიდან არის გადმოყვანილი“,-განაცხადა ჩხაიძემ.

საბოლოო პასუხის მისაღებად, კორონავირუსზე ორივე ბავშვს ამოწმებენ, მათი კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა