მამუკა ხაზარაძე - ჩვენი სასამართლო პროცესი 1 წელი გაჩერებული იყო და გააქტიურდა როგორც კი არჩევნები მოახლოვდა, ეს ჩვენი დისკრედიტაციის წარუმატებელი მცდელობაა

ჩვენი სასამართლო პროცესი გაჩერებული იყო 1 წელი და გააქტიურდა როგორც კი არჩევნები მოახლოვდა, ეს ჩვენი დისკრედიტაციის წარუმატებელი მცდელობაა, - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის წინააღმდეგ განახლებულ სასამართლო პროცესებს.

როგორც მან აღნიშნა, ისინი ხელისუფლებას ნიღაბს ჩამოხსნიან.

"დაკვირვებაც აღარ სჭირდება იმ პროცესს, რასაც ჩვენს მიმართ აკეთებს ხელისუფლება და მართლმსაჯულება, რომელიც ერთი ადამიანის მიერ იმართება. გახსოვთ, პროცესი 1 წელი გაჩერებული იყო და გააქტიურდა, როგორც კი არჩევნები მოახლოვდა. მათ აქვთ ჩვენი დისკრედიტაციის წარუმატებელი მცდელობა, ეს არ გამოუვიდათ და ახლა არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად გააგრძელონ და თავისი სახე შეინარჩუნონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, ჩვენ ამ ნიღაბს მათ ჩამოვსხნით და ვაჩვენებთ საზოგადოებას როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორი უსამართლო მართლმსაჯულება გვაქვს, როგორი პოლიტიზებულია ჩვენთან პროკურატურა, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის რომ ნორმალური მართლმსაჯულება გვქონდეს და პროკურატურა,"- განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო