მოსამართლეობის კანდიდატი ბიძინა სტურუა მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე  თავდასხმა და მიზანმიმართული კამპანიის წარმოება ხდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ბიძინა სტურუა მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და მიზანმიმართული კამპანიის წარმოება ხდება. ამის შესახებ მოსამართლეობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც გასაუბრება მიმდინარეობს.

ბიძინა სტურუას პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა შეკითხვა დაუსვა, როგორ წარმოუდგენია არასამთავრობო სექტორის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არის თუ არა მათი პირდაპირი ფუქნცია ხმამაღლა ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელსაც ხედავენ რომელიმე ინსტიტუციაში, ამ შემთხვევაში სასამართლოში.

„აქ, საუბარია იმაზე, რომ რომელ პრობლემასაც ისინი ხედავენ, რა პრობლემებიც არის გამოყოფილი და რაზეც ძირითადად აზრი მუსირებს, ეს პრობლემა არ არის“, - აღნიშნა ბიძინა სტურუამ.

თავის მხრივ, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის თქმით, სასამართლო სისტემაში პრობლემაა იმ მოსამართლეების ყოფნა, რომელთა გადაწყვეტილებები გაუქმებული აქვს სტრასბურგის სასამართლოს კონვენციური მუხლების დარღვევის მოტივით, თუმცა ეს მოსამართლეები სისტემაში მაინც რჩებიან. მან ჰკითხა კანდიდატს, როგორ ფიქრობს, არასამთავრობო სექტორის მხრიდან ამაზე საუბარი ეს არის თავდასხმა სასამართლოზე თუ იმ რეალობის გაშუქება, რაც ხდება.

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ და რატომ, გეტყვით. დამისახელეთ ერთი ნორმა, რომელიც არის მოსამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი, როდესაც მისი გადაწყვეტილება გაუქმდება პირველი ინსტანციის, მეორე ინსტანციის და მესამე ინსტანციის მიერ“, - აღნიშნა ბიძინა სტურუამ, რაზეც იოსელიანმა კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ აქ საუბარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობილ გადაწყვეტილებებზე.

მან ჰკითხა კანდიდატს, არის თუ არა ეს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ უვადოდ არ დაიკავოს თანამდებობა.

„ერთმნიშვნელოვნად, ეს არათუ არ არის საფუძველი, ზოგადად, ეს კანონით გათვალისწინებული არ არის“, - განმარტა ბიძინა სტურუამ, რა დროსაც ლევან იოსელიანმა ჰკითხა, როცა არასამთავრობო სექტორი ამაზე საუბრობს ესეც თავდასხმად მიაჩნდა თუ არა.

„ესეც თავდასხმად მიმაჩნია“ აღნიშნა სტურუამ, რაზეც ლევან იოსელიანმა უპასუხა, რომ ძალიან სამწუხარო პასუხებს სცემს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს