საქართველოში დაფუძნებული სუბიექტები, რომლებიც აზარტული თამაშების მომსახურების მიწოდებას საზღვარგარეთ ახდენენ, ნებართვის აღებას დაექვემდებარებიან

საქართველოში დაფუძნებული სუბიექტები, რომლებიც აზარტული თამაშების მომსახურების მიწოდებას საზღვარგარეთ ახდენენ, ნებართვის აღებას დაექვემდებარებიან. აღნიშნული პირები ვალდებული იქნებიან თავიანთი საქმიანობა აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე განახორციელონ. ამ მიმართულებით "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების მიღება მთავრობამ პარლამენტისგან დაჩქარებული წესით მოითხოვა.

როგორც ფინანსთა მინისტრი მოადგილემ მიხეილ დუნდუამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, საქართველოში არსებული სუბიექტების მიერ აზარტული თამაშების სერვისის საზღვარგარეთ მიწოდება არის კონტროლს მიღმა, არ რეგულირდება, რაც თავის მხრივ, ფულის გათეთრების და ფინანსური დანაშაულის რისკებს ქმნის. მისივე თქმით, "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონის შესაბამისად, აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი წელიწადში 100 000 ლარია.

როგორც მთავრობა განმარტავს, საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებისა და მოსაკრებლების საერთო რაოდენობის ზრდას.

"გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაინტერესებით. ამასთან, ვინაიდან კანონპროექტის შესაბამისად დგინდება საფასური, აღნიშნული გაზრდის სსიპ შემოსავლების სამსახურის შემოსავლებს. გავლენის ოდენობა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს გაუწევს სსიპ შემოსავლების სამსახური შესაბამის მომსახურებას და რა იქნება მომსახურების საფასურის ოდენობა. დღეის მდგომარეობით, აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა გაცემულია 13 პირზე", - განმარტავს მთავრობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა