ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ კი არ ვახორციელებთ ანგარიშსწორებას პოლიტიკოსების, მათ შორის შალვა ნათელაშვილის მიმართ, შალვა ნათელაშვილი უწევს თავის თავს და თავის ამომრჩეველს

ჩვენ კი არ ვუწევთ ანგარიშსწორებას პოლიტიკოსებს, მათ შორის, შალვა ნათელაშვილს, ხშირ შემთხვევაში, შალვა ნათელაშვილი უწევს ხოლმე თავის თავს, თავის ამომრჩეველს ანგარიშსწორებას, - ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დღის წესრიგში დაყენების შედეგად, შესაძლოა, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას უფლებამოსილება შეუწყვიტონ.

ქადაგიშვილი არ საუბრობს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ თავად, ისევე როგორც სხვა დეპუტატები, კენჭისყრისას გამოხატავენ ამ გადაწყვეტილებას.

„პოლიტიკოსებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომელიც კანონით ეკისრებათ და მათ დააკისრეს მოქალაქეებმა არჩევნების გზით. ამიტომ, ჩვენ კი არ ვუწევთ ანგარიშსწორებას პოლიტიკოსებს, მათ შორის, შალვა ნათელაშვილს, ხშირ შემთხვევაში, შალვა ნათელაშვილი უწევს ხოლმე თავის თავს, თავის ამომრჩეველს ანგარიშსწორებას. ამიტომ, ჩვენი პოზიცია როგორი იყო არჩევნების შემდეგ, საზოგადოებამ დაინახა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დესტრუქციული ტალღა ნელ-ნელა ჩაგვექრო და გვეიძულებინა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში და უარგუმენტო, ყოვლად დამაზიანებელი პოლიტიკური კურსი, რომელიც ჰქონდათ არჩეული და ბოლომდე არ აქვთ მოშორებული, არ განხორციელებულიყო. რეგლამენტით მკაფიოდ არის გაწერილი, რას ნიშნავს ბოიკოტი და ეს არის საპარლამენტო ცხოვრების ერთ-ერთი ფორმა. ის, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, ეს იყო საბოტაჟი და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენი გადაწყვეტილება, უნდა გაგრძელდეს თუ არა პარლამენტის საბოტაჟი, იცით, როგორიც არის,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო