აქტივისტები პროკურატურისგან 5 ივლისის აქციის მონაწილეების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც პარლამენტის წინ მათ მიერ განთავსებული კარვები აიღეს

„მოძრაობა საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. სამოქალაქო აქტივისტები 5 ივლისის აქციის მონაწილეების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც პარლამენტის წინ მათ მიერ განთავსებული კარვები აიღეს.

სამოქალქო აქტივისტები ქონებრივ ზიანთან ერთად, ორგანიზებულ ძალადობაზე სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვენ.

„5 ივლისს პარლამენტთან ჩვენს მოძრაობაზე მოხდა ორგანიზებული თავდასხმა. ამის გამო პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა მოძალადე, რომელმაც დააზიანა არა მხოლოდ ჩვენი ნივთები, არამედ ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს. კადრები არსებობს, სადაც ჩანს, რომ ის ადამიანები გასცემენ ბრძანებას და ასრულებენ ამ ორგანიზებულ დარბევას. პროკურატურამ უნდა გამოავლინოს ვიდეოკადრებიდან ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ამ დავალებებს და მათზე აღძრან სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა ალექსანდრე მილოროვამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო