„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი კლინიკიდან, შესაძლოა, მომავალ კვირას გაწერონ

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 5ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის სტაბილურია და შესაძლოა, ორშაბათს ალადაშვილის კლინიკიდან გაწერონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს თავში ჰემატომები აღენიშნება და აქვს ჩივილები, როგორიცაა თავის ტკივილი, ყურის მიდამოში დაგუბება და ა.შ.

„ამ ეტაპზე გიორგი ნიკოლიშვილის მდგომარეობა სტაბილურია. თავში აქვს ჰემატომები, კლინიკურად ამ ეტაპზე მდგომარეობა არ გაუარესებულა. პაციენტი აღნიშნავს ჩივილებს, როგორიცაა თავის ტკივილი, ყურის მიდამოში დაგუგება და ა.შ. მკურნალობის კურსი გრძელდება. ვგეგმავთ განმეორებით „კატე“ კვლევას, გაწერის წინ, დაახლოებით 3 დღეში და იმ სურათის მიხედვით გადავწყვეტთ გაწერის ან კლინიკაში დარჩენის საკითხს“, - აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.

იხილეთ ვიდეო:"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი კლინიკიდან, შესაძლოა, მომავალ კვირას გაწერონ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა