ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე დაკავებულების ადვოკატები მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ

„ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატები მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ის დაუსაბუთებელია. თემურ ხარაულის ადვოკატი ოთარ ხურციძე აცხადებს, რომ ის ჯგუფის ორგანიზატორს ვერ ხედავს და არც ათასობით ადამიანის დაკავებაზე სმენია და რომ ჯგუფური ძალადობა აბსურდულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც დევნა და არც ძალადობა არ განუხორციელებია. ხურციძის თქმით, საქმე შერჩევით სამართალთან აქვს, ვინაიდან პანკისის დარბევის არაერთი კადრი არსებობს და პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

უფლებადამცველმა თემურ ხარაულის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა და თან მოსამართლეს სთხოვა, გაეთვალისწინებინა, რომ მას 1 თვის მოყვანილი ჰყავს ცოლი. ილია ქებაძის ადვოკატის, ცირა ლაფაჩის განმარტებით, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა გამოიყენონ. მან სასამართლოს ქებაძის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. აკაკი ნაკაშიძის ადვოკატის ირაკლი ბენიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს, მას მიმალვა არ უცდია და არც აპირებს. ბენიას თქმით, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.

ადვოკატი მისი 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. თორნიკე დავლაშერიძის ადვოკატის განმარტებით, მისი წარსული უმწიკვლოა, ნასამართლევი არ არის, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ოჯახს ეხმარება. ადვოკატმა მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა