„მთავარი არხის“ ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული - არანაირი ძალადობა არ განმიხორციელებია, უბრალოდ იქ ვიყავი, უდანაშაულო ვარ

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებული ილია ქებაძის განცხადებით, ის უდანაშუალოა. აღნიშნულის შესახებ ქებაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი და სხვა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

"არანაირი ძალადობა არ განმიხორციელებია, უბრალოდ იქ ვიყავი, არც ქალებზე მიძალადია და არც არავისზე, უდანაშაულო ვარ",- განაცხადა ქებაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა