რომან გოცირიძე - ქვეყანას ჰყავს  მორჩილი პრეზიდენტი - იმასაც კი ვფიქრობ, რომის პაპს რომ ეახლა შავ ტანსაცმელსა და ჩიხტიკოპში, მთავრობამ დაავალა ასე მისულიყო თუ პირადმა მოძღვარმა - უკვე ამაშიც კი მეპარება ეჭვი

სინამდვილეში თქვენ მადლობა პრეზიდენტს კი არ უნდა გადაუხადოთ, მადლობა უნდა გადაუხადოთ იმას, ვინც პრეზიდენტს დაავალა, რომ თქვენ წარმოგადინოთ - პრეზიდენტი არ არის თავისუფალი თავის არჩევანში. ეროვნული ბანკის საბჭოს თქვენ ვერ გააძლიერებთ, პირიქით, თქვენ იქნებით დავალებების შემსრულებელი,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატს ნიკოლოზ გაგუას, რომელსაც საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტზე უსმენდნენ.

რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ის ემიჯნება პროცესს, რომელიც პრეზიდენტის დამცირებითა და ხელის გადაგრეხვით მიმდინარეობს და მხარს არ დაუჭერს კანდიდატურას, რომელიც საბჭოში დანიშვნის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების მითითებების შემსრულებელი უნდა იყოს.

როგორც რომან გოცირიძემ განმარტა, 2 წლის წინ, როდესაც პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ნამდვილად დამოუკიდებელი კანდიდატურები წარმოადგინა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

„მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი ადამიანი. ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩევის ამ დროის განმავლობაში ძალიან დაამცირეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს პროცესი გრძელდება დღემდე. 2 წლის განმავლობაში პარლამენტმა ვერ დაამტკიცა მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა. იყო 2 კანდიდატურა წარმოდგენილი და ზუსტად 1 წლის წინ, მართლაც მის მიერ შერჩეული არასამთავრობო სექტორიდან და აკადემიური სექტორიდან წარმოდგენილი ორი ადამიანი, პარლამენტმა ჩააგდო. ერთადერთი, ვინც პრეზიდენტს დაუჭირა მხარი იმ კანდიდატურების აქ ნომინაციისას, ვიყავი მე. დანარჩენი ყველა იყო უარყოფითი ხმა, საფინანსო კომიტეტშიც, დარგობრივ კომიტეტშიც. ერთმა გაასწრო და მოხსნა თავისი კანდიდატურა, მეორეს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ რადგან პრეზიდენტმა დაასახელა, პარლამენტში გავიდოდა. ერთი წელი მოანდომა პრეზიდენტმა კანდიდატურების ძებნას. სინამდვილეში, თქვენ მადლობა პრეზიდენტს კი არ უნდა გადაუხადოთ, მადლობა უნდა გადაუხადოთ იმას, ვინც პრეზიდენტს დაავალა, რომ თქვენ წარმოგადგინოთ. პრეზიდენტი არ არის თავისუფალი თავის არჩევანში - დღეს წარმოადგინა ორი მინისტრის მოადგილე - ერთი ფინანსთა და მეორე ეკონომიკის მინისტრის, რომლებიც არიან უშუალოდ აღმსარულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და ფაქტობრივად, ნაცვლად ნეიტრალური ადამიანებისა, რომლებიც კონსტიტუციით პრეზიდენტის მიერ უნდა ყოფილიყო დასახელებული, დღეს მივიღეთ დაინტერესებული ჯგუფებისა და სხვადასხვა ინტერესებით შეჯერებული ადამიანები ეროვნული ბანკის საბჭოში. ეროვნული ბანკის საბჭოს თქვენ ვერ გააძლიერებთ, პირიქით, თქვენ იქნებით დავალებების შემსრულებელი, ისევე, როგორც დღეს ხართ დავალებების შემსრულებელი. ხვალ, როდესაც თქვენ იქნებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, დაერმორჩილებით არა კანონს, არა ირიბად თუნდაც პრეზიდენტს, რომელმაც წარგადგინათ, თუმცა წარდგენის შემდეგ მას არ აქვს არანაირი ზეგავლენა თქვენზე, არამედ დაემორჩილებით იმათ, ვინც თქვენ შეგარჩიათ. ამიტომ კატეგორიულად ვემიჯნები მე ამ პროცესს, ანტიკონსტიტუციურს, ხელის გადაგრეხვით და პრეზიდენტის დამცირებით მიმდინარე პროცესს. არ დავუჭერ მხარს და არ მივიღებ მონაწილეობას კენჭისყრაში.

არ ჰყავს დღეს ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იქნებოდა ქვეყნის შემაკავშირებელი. არის მორჩილი ადამიანი -იმასაც კი ვფიქრობ, რომის პაპს რომ ეახლა ერთი კვირის წინ შავ ტანსაცმელსა და შავ ჩიხტიკოპში, მთავრობამ დაავალა ასე მისულიყო თუ რომელიმე პირადმა მოძღვარმა. უკვე ამაშიც კი მეპარება ეჭვი,“ - განაცხადა გოცირიძემ.

დღეს საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სამ კანდიდატს ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძესა და ეკატერინე გალდავას უსმენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს