საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელზეც 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. გადადების მიზეზი კვორუმის არქონა გახდა, რადგან სხდომაზე მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე გამოცხადდნენ.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტის სხდომა მომავალ კვირას აუცილებლად ჩატარდება.

“ვფიქრობ, რომ საკითხთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში, კომიტეტი თავის დასკვნას მოამზადებს და პლენარულ სხდომას გადასცემს. დგება 52 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და პარლამენტი თითოეულ მათგანზე გადაწყვეტილებას ცალ-ცალკე მიიღებს. კომიტეტი ჩატარდება დღეს თუ ხვალ, საკითხი აუცილებლად გავა პარლამენტის სხდომაზე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დღის წესრიგში დაყენება არასაპატიო გაცდენებმა გამოიწვია. ამ კონტექსტში აღსანიშნავია რეგლამენტით დადგენილი ვადა - კერძოდ, თუკი პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, შესაბამის დასკვნას ამზადებს. კომიტეტისთვის მინიჭებული 10-დღიანი ვადა სწორედ დღეს იწურებოდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს