შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობოების გეგმა იყო, ცესკო ახალი წევრებით არ დაკომპლექტებულიყო - შედეგად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ცესკოს მივიღებდით, რომელსაც ოპოზიცია უხელმძღვანელებდა

როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა იყო, ცესკო ახალი წევრებით არ დაკომპლექტებულიყო - შედეგად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ცესკოს მივიღებდით, რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უხელმძღვანელებდა, - ასე შეაფასა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არასამთავრობო​ ორგანიზაციებმა პოლიტიკური მხარე დაიჭირეს, რაც ყოველგვარ სტანდარტს სცდება და აღმაშფოთებელია.

“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარებში პირდაპირ იკვეთება კოორდინირებული ქცევა. როგორც ჩანს, მათ ხმის მიცემის წესი შეათანხმეს. მათ მხოლოდ ორ კანდიდატს დაუჭირეს მხარი, რომლებიც მათივე ორგანიზაციების წარმომადგენელები იყვნენ. ეს არა თუ რაიმე სტანდარტში ეწერება, არამედ არის ინტერესთა კონფლიქტი. ნულოვან სტანდარტს ქვემოთ არსებული სტანდარტია, როცა კონკურსში იმ ორ ადამიანს დაუჭირეს მხარი, რომლებიც მათივე საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. პირდაპირ ჩანს, რომ ეს მათი მხრიდან კოორდინირებული და შეთანხმებული ქცევა იყო, რაც ძალიან იმედგამაცრუებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები თითქოს იმის მოდარაჯეები არიან, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში სტანდარტი იყოს დაცული, მაგრამ თავად ყოველგვარ სტანდარტს მიღმა მოქმედებენ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გვესმოდა, რომ კომისიას შესაძლოა კანდიდატები საერთოდ ვერ შეერჩია, რაც მოქმედი კანონით იმას ნიშნავს, თუკი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები ვერ შეირჩეოდა, აგვისტოში ცესკოს პარტიული ნაწილი დაკომპლექტდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური უმრავლესობის მქონე ცესკო გვეყოლებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა