ლონდონში, „თიბისის“ მხარდაჭერით, საცხობების ქსელი „ანტრე“ გაიხსნა

საცხობების ქსელი „ანტრე“, „თიბისის“ მხარდაჭერით, ლონდონშია. ქსელის პირველი კაფე ბრიტანეთში, ნოთინგ ჰილ გეითის #138 -ში გაიხსნა.

როგორც „თიბისის“ ინფორმაციაში აღნიშნული „ანტრე ლონდონი“ ქსელის საეთაშორისო გაფართოების ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქში გრძელდება.

მათი ინფორმაციით, „ანტრეს“ ჯგუფმა ლონდონის პროექტის განვითარებაში 1.3 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიტანულ ბაზარზე “ანტრეში” ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი და აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოზე კეთდება.

„ანტრე ლონდონი „Tbilisi Bakery“-ს სახელით წარვადგინეთ და ლოგოტიპში უნიკალური ქართული დამწერლობა გამოვაჩინეთ. ჩვენ გვჯერა ქართული სამზარეულოსა და მისი შესაძლებლობების, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. „ანტრე ლონდონში“ ქართული კულინარიული ნაწარმია წარმოდგენილი. ძირითადი ასორტიმენტი მზა მდგომარეობაში, დახლიდან იყიდება, რაც მომხმარებლის დროს მნიშვნელოვნად ზოგავს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დღევანდელ დინამიურ სამყაროში, დრო და სიახლე ყველაზე დიდი ფუფუნებაა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მომავალი სწორედ „ანტრეს“ მსგავს კონცეფციებშია“, - აღნიშნა „ანტრე ლონდონის“ რეგიონული მენეჯერმა ნუცა ფიჩხაიამ.

თიბისის კორპორატიული ბიზნესის უფროსის თქმით, თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს.

„ანტრესთან 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საცხობის ქსელი ჯერ - აზერბაიჯანის, ახლა კი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გავიდა წარმატებით. HORECA სექტორი თიბისისთვის ყოველთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო, თუმცა გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, მაშინ, როდესაც კრიზისი ყველაზე მეტად ამ სექტორს შეეხო, ჩვენ განსაკუთრებით გავაძლიერეთ მხარადჭერა ამ სფეროს მიმართ და ამ მიმართულებით, არც ერთი მიმდინარე თუ ახალი პროექტის დაფინანსება არ შეგვიწყვეტია. სწორედ ამ წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითია პანდემიის პერიოდში „ანტრეს“ გამოჩენა ისეთ კონკურენტულ და დიდ ბაზარზე, როგორიც ლონდონია. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს. ჩვენთვის საამაყოა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ბრენდის რეალიზებაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო მომხმარებელს ქართულ პროდუქტსა და ღირებულებებს გააცნობს“, - განაცხადა „თიბისის“ კორპორატიული ბიზნესის უფროსმა ლევან შავკაციშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს