მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და ლანა გალდავა ეკონომიკისა და ტრანსპორტის ექსპერტებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და პარტია "ლელოს საქართველოსთვის" წევრი ლანა გალდავა საკანონმდებლო ორგანოში შეხვდნენ ეკონომიკისა და ტრანსპორტის ექსპერტებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ავრცელებს.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკა.შეხვედრაზე მოხდა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების ანალიზი. განხილულ იქნა აღნიშნულ სექტორში უკანასკნელ წლებში განხორციელებული ცვლილებები, პრობლემები და პერსპექტივები.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ანაკლია და ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც გაშვებული შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანას სატრანსპორტო და გადაზიდვების კუთხით უდიდეს პერსპექტივას უხსნიდა. მსოფლიო ბაზარზე მთავარ მოთამაშედ პოზიციონირების საშუალებას მისცემდა და ამ მიმართულებით ქვეყანას ფულადი ნაკადების მობილიზების საშუალებას უჩენდა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა