თბილისის მერია - საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 21 მისამართზე განხორციელდა

საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 21 მისამართზე განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საბურთალოს რაიონში, ექვსი თვის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა 40 136 კვ.მ ფართობზე კეთილმოეწყო. შესაბამისი სამუშაოები ქუჩებზე, ჩიხებსა და ეზოებში განხორციელდა.

„სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, 11 320 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე, მოწესრიგდა დგებუაძის, ჭიათურის, აბულაძის, ხელაძის, ყურაშვილის მეორე ჩიხი, სამაჩაბლოს და ტაშკენტის ქუჩის ნაწილი, ისაკაძის კვეთიდან დავითაშვილის ქუჩამდე.

ეზოები კეთილმოეწყო შემდეგ მისამართებზე: კარტოზიას ქუჩა N1, N3, N5 და N7, პეტრე იბერის ქუჩა N4, კოსტავას ქუჩა 75, იოსებიძის ქუჩა N60, დავით აღმაშენებლის ქუჩა N64 და სხვა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 2 388 774 ლარი დაიხარჯა“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა