ნათია თურნავა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსხვილ ბიზნესს შეხვდა

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს დღეს ეკონომიკის სამინისტროში ნათია თურნავასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესის თითქმის ყველა დარგის 27 მსხვილი კომპანიისა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მსხვილ დამსაქმებლებთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ვაქვინაცია იმ ობიექტებზე, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. გვქონდა სამუშაო შეხვედრა მსხვილ დამსაქმებლებთან, სადაც დახურულ სივრცეებში მუშაობს ათეულობით და ასეულობით ადამიანი. გვახსოვს 2020 წლის გამოცდილება, როცა ასეთი მსხვილი საწარმოები, მსხვილი დაწესებულებები შეიძლება იქცნენ მომეტებული რისკის ობიექტებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბიზნესთან, კომპანიების დამფუძნებლებთან, მენეჯმენტთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ გავხადოთ ვაქცინაცია წესად და როგორ მიმდინარეობს დღეს ეს მნიშვნელოვანი პროცესი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, ბიზნესგარემოს ყველა თანამშრომლის ჩართულობა ვაქცინაციაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ქვეყანაში არის ვაქცინების, მათ შორის „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ საკმარისი მარაგები, კიდევ ველოდებით „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, არჩევანი არის ფართო და მთავარია, დროულად მოხდეს ყველა მოქალაქის ვაქცინაცია, რომელიც თავის სამუშაო ადგილზე გააგრძელებს შეუწყვეტელ საქმიანობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების შენარჩუნებასთან ერთად, არ დაზარალდეს ეკონომიკის სექტორები და მათ პანდემიის შემდგომმა ტალღამ არ მიაყენოს ზიანი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ბიზნესასოციაცია, საბანკო ასოციაცია, „ჯორჯიან მანგანეზი,“ „ჰაიდელბერგცემენტი,“ „აჭარა ტექსტილი,“ „ბორჯომი,“ „თელასი,“ ბაზარზე მოქმედი ყველა მსხვილი ბანკისა და კომპანიების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია