„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის და კიდევ 2 მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებული 5 პირის საქმეზე პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

პროკურორ თამარ იაკობიძის ინფორმაციით, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და კიდევ ორი მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურა თბილისის საქალაქოს სასამართლოს დღეს მიმართავს.

მისივე თქმით, პროკურატურის მიმართვის შემდეგ უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პიროვნებას წარედგინა ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა დღის განმავლობაში შევა სასამართლოში და შემდეგ უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული როდის ჩანიშნავენ პროცესს”, - აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ხუთ პირს - ც.ჩ-ს, ბ.მ-ს, თ.გ-ს, ო.გ-ს, მ.დ-ს ბრალი წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო