დავით ჭიჭინაძე - ივანიშვილი დიდი დილემის წინაშე დგას, ვისთან დალაგდეს

ჯერ ერთი, თავად აქვს ნათქვამი, რომ 2024 წელს კოალიციაში მოგვიწევს ყოფნაო და მეორე, დღეს ივანიშვილზე უკეთ არავინ იცის, რომ „ოცნება“ 43 % -ს უბრალოდ ვერ აიღებს,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა

მისივე თქმით, საქართველოში რადიკალური ცვლილებები უნდა მოხდეს.

„ოცნების“ ამომრჩევლის დიდ ნაწილს კი, გახარია ნამდვილად მოსწონს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ივანიშვილი ისევ გახარიასთან დალადგეს და მერე რა, რომ კობახიძეს თავი დედამიწის ჭიპი ჰგონია, მას მომავალს ნამდვილად არ გადააყოლებს.

ამიტომ ვამბობ სულ, რომ საქართველოში რადიკალური ცვლილებები უნდა მოხდეს და არა საარჩევნო კოდექსით!

რადგან, გაყალბების მექანიზმს „ოცნება“ არასოდეს შეელევა, მათთან „პოსლეზე“ თამაში კი უბრალოდ არ შეიძლება, აუცილებლად ყველას გადააგდებენ და თან ზედ შეურაცხყოფასაც მიაყენებენ, მთელი მსოფლიო ჰყავთ „გადაგდებული“ და იმიტომ“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს