საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვასილი ბოდნარის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების აქტიურ დინამიკას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკრაინაში, უკრაინის პრემიერ მინისტრის, დენის შმიგალის ვიზიტს საქართველოში, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტს უკრაინაში, და იმედი გამოთქვეს, რომ ეს დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.

„მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ხაზი გესვა ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ყურადღება ასევე დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის პარტნიორებთან ურთიერთქმედების გაძლიერებას. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. მინისტრის მოადგილეებმა დაუდასტურეს ერთმანეთს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე მიმოიხილეს კოვიდ-19 -ის პირობებში ქვეყნებში არსებული ვითარება, ხაზი გაესვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე აღინიშნა ტურიზმის სექტორის სრულფასოვანი ამოქმედების აუცილებობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა