ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა“ საქართველოსთვის“ ვახტანგ გომელაურის პარლამენტში გამოცხადებას მომავალი კვირისთვის ითხოვს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა“ საქართველოსთვის შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში გამოცხადებას მომავალი კვირისთვის ითხოვს.

როგორც ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 5 ივლისის მოვლენების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და მინისტრი ვალდებულია ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„საზოგადოებაში მწვავე კითხვები დაგროვდა და მისი მოსმენა არ უნდა გადაიდოს. თბილისის ქუჩებში უპრეცედენტო ძალადობის ფაქტები ვნახეთ, რომელიც შს სამინისტროს სტრუქტურებმა არ და ვერ აღკვეთა. პარლამენტის პოზიცია უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდეს მინისტრი და კითხვებს პასუხები გასცეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის პასუხად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ წერილობითი მიმართვა შს მინისტრს უკვე გაეგზავნა. რაც შეეხება მოსმენის თარიღს, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება და თარიღი შეთანხმდება.

„ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის. როგორც კი თარიღზე შევთანხმდებით, მინისტრი მზად არის გამოცხადდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიცია გომელაურს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იბარებს.

იხილეთ ვიდეო:ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა" საქართველოსთვის" ვახტანგ გომელაურის პარლამენტში გამოცხადებას მომავალი კვირისთვის ითხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა