„ვითიბისა“ და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ვითიბისა“ და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემას სტაჟირების პროგრამის საშუალებით და მათთვის ფინანსური სექტორის უკეთ გაცნობას. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი“ ავრცელებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას „ვითიბი“ ბანკში გაივლიან. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან. შერჩეული კანდიდატები ჩაერთვებიან 3 თვიან სტაჟირების პროგრამაში მათი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით.

„ვითიბისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია განათლებასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერა. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. გვინდა მხარდაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ საკუთარი მომავლისთვის“, - განაცხადა „ვითიბი“ ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თიკო კოტორაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს