230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში მართლზომიერად ცხოვრობდნენ მესაკუთრეები გახდნენ.

„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ამ დრომდე, არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა, ჰქონდათ შიში, რომ კიდევ მოუწევდათ საცხოვრებლის შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესს ხელს უშლიდა. ახლა კი, უკვე შეეძლებათ საკუთარი ქონება თავად განკარგონ. დაკანონების პროცესი სრულიად ნებაყოფლობითია, იმ შემთხვევაში თუ დევნილ ოჯახს არ სურს არსებული საცხოვრებლის დაკანონება, მაგალითად ფართის სიმცირის გამო, ჩვენ მას განსახლების ალტერნატიულ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უკვე დაუკანონდა. სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში კი, ამ პერიოდში, ჯამში, 5000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა