ხატია დეკანოიძე - ჩვენი ხელისუფლების დროს, სასამართლო, სადაც მურუსიძე-ჩინჩალაძე იყო, მოსაწონი ნამდვილად არ იყო, მაგრამ  პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, რომ სასამართლოში „კლანია“

გეთანხმებით, ჩვენი ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემა სერიოზული პრობლემა იყო და სასამართლო, სადაც მურუსიძე-ჩინჩალაძე იყო, მოსაწონი ნამდვილად არ იყო, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, რომ სასამართლო სისტემაში არის „კლანი“, - ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

“უმძიმესია შეფასებები, რომელიც ჩვენს მეგობრებს აქვთ. ბატონი ჩინჩალაძე, ბატონი მურუსიძე და მთელი მათი დამქაშები როგორც მოწეპებული იყვნენ წინა ხელისუფლებას, ასევე კომფორტში არიან და მოწეპებული არიან დღევანდელ ხელისუფლებასთან. ეს არის პრობლემა, ამიტომ ტექნიკური ცვლილებებით ფონს ვერ გახვალთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან “ქართულ ოცნებას“ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა, რასაც ამ თემაზე პოლემიკა მოჰყვა.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე