გიორგი გახარია - ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ისტორიის, ჩვენი ენის და რწმენის საფუძველი

ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ისტორიის, ჩვენი ენის და რწმენის საფუძველი“,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ მარტვილში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყნის ევროპული მომავალი ტრადიციებზე, სარწმუნოებაზე და ეროვნულ კულტურაზე უარის თქმას არ გულისხმობს, პირიქით, სწორედ საკუთარი იდენტობისა და კულტურის დაცვა სჭირდება საქართველოს თანამედროვე მსოფლიოში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად.

„დაიღალა უბრალოდ ხალხი - დაიღალა უიმედობით, გაურკვევლობით, ქაოსით. დღეს რაც ხდება ეს არ არის სწორი. არ შეიძლება რომ ფიზიკური ძალადობით ერთმა ქართველმა მეორე ქართველს უმტკიცოს, როგორ უფრო უყვარს სამშობლო, ან როგორ უფრო უყვარს ეკლესია - შეუძლებელია ეს. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ენის და ჩვენი რწმენის საფუძველი. ეკლესიას აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა დაიცვას, იმისთვის რომ ჩვენ ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ქართველობა ჩვენი ტრადიციები და იდენტობა შევინარჩუნოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წინ არ უნდა ვიყუროთ. ჩვენი თანამედროვე მომავალი - ჩვენი ევროპული მომავალი რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი იდენტობით უნდა მივიდეთ იქ - ეს ყველაფერი უნდა მივიტანოთ იქ.

ერთი რამე უნდა ვიცოდეთ - ისტორიის, ტრადიციების, კულტურის გარეშე ჩვენ არავის ვაინტერესებთ იმდენი ერია მსოფლიოში. ჩვენ კი საუკუნოვანი ისტორია გვაქვს და ეს თუ არ შევინარჩუნეთ და ჩვენ რწმენასთან ერთად არ მივიტანეთ იქ - არაფერი არ გამოვა. ყველაფერი ეს რომ გავაკეთოთ გვჭირდება მარტივი რამ - შრომის და სამართლიანობის გარდა - გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო. სახელმწიფო თუ არ იქნა ძლიერი ვერც კულტურას, ვერც რელიგიას, ვერც თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვერავინ ვერ დაიცავს - ძლიერმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა