„მრავალეროვანი საქართველო" ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა ღია კონკურსის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„მრავალეროვანი საქართველო" ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა ღია კონკურსის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში, „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" წარმოდგენილი იყო ერთი წევრით - ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარით.

„2021 წლის 8 ივლისს კონკურსის კანდიდატებთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან, „მრავალეროვანმა საქართველომ“ მხარი დაუჭირა სამ კანდიდატს: ლილი ბეგიაშვილს, გიორგი სანტურიანს და გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკოს წევრობის კანდიდატებიდან ხუთ კანდიდატს: ანა მიქელაძეს, თამარა სართანიას, მაია ზარიძეს, ემზარ კაკულიას და გია ცაცაშვილს.

„მრავალეროვანმა საქართველომ" თვითაცილება განაცხადა და მონაწილეობა არ მიიღო ერთი კანდიდატის შეფასებაში, რათა, სამსახურებრივი კავშირის გამო, ეჭვქვეშ არ დამდგარიყო კანდიდატის შეფასების ობიექტურობა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონკურსო კომისიას, ჰქონდა კანონით განსაზღვრული ლიმიტირებული დრო გადაწყვეტილების მისაღებად - ორი დღე. გარდა ამისა, სამწუხაროდ, კომისიას ჰქონდა მწირი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას.

ორგანიზაციის მანდატიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უმთავრესი იყო კანდიდატთა ხედვები, ეთნიკურ უცირესობას მიკუთვნებულ ამომრჩეველთა წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გატარება უმნიშვნელოვანესია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, ასევე სიძულვილის წახალისების ფონზე.

თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას შეგიძლიათ გაეცნოთ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა