ბათუმელმა აქტივისტებმა და ცხოველთა დამცველებმა, კომპანია ,,სევერის" წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები გაიყვანეს

ბათუმელმა აქტივისტებმა და ცხოველთა დამცველებმა, კომპანია ,,სევერის" წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები გაიყვანეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მუნიციპალურ თავშესაფარში ის ცხოველები გადაიყვანეს, რომლებიც მკურნალობას საჭიროებდნენ. თავშესაფარში გადაყვანილ ყველა ძაღლს, მერიის პროგრამის ფარგლებში, ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. დარჩენილი ძაღლების გადაყვანა კი, ეტაპობრივად განხორციელდება.

მათივე ცნობით, მუნიციპალურ თავშესაფარში უკვე დაიდგა ძაღლებისთვის სპეციალური დამატებითი სახლები, ტერიტორია გაიცელა, იღობება და ეწყობა დამატებითი სივრცეები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა