გურამ მაჭარაშვილი - კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის სესიაზე სათითაოდ ეყრება კენჭი

კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის სესიაზე სათითაოდ ეყრება კენჭი,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმინეს.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა.

„დაგვრჩა ერთ კანდიდატთან გასაუბრება. აქედან გამომდინარე, კომიტეტის ყველა წევრი უკვე ჩამოყალიბდება თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე გვექნება გარკვეული კონსულტაციები. ამის შემდეგ, ჯერ კომიტეტში გაიმართება კენჭისყრა და შემდეგ ეს საკითხი სესიაზე გავა, სადაც ყველა კანდიდატს სათითაოდ ეყრება კენჭი", - აცხადებს მაჭარაშვილი.

დღეს, კომიტეტის წევრებმა ორ კანდიდატს - ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინეს.

„ბიძინა სტურუას მოსამართლედ მუშაობის 9 წლიანი, ხოლო ლაშა ქოჩიაშვილს -13 წლიანი გამოცდილება აქვს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ფრაქცია „ქართული ოცნების", პოლიტიკური ჯგუფების „მოქალაქეების" და „ევროპელი სოციალისტების", პარლამენტის უფრაქციო წევრების, ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების - ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და „დემოკრატიის ინდექსის" წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში კომიტეტი 8 კანდიდატს გაესაუბრა. ხვალ, 10 ივლისს, კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გიორგი შავლიაშვილს მოუსმენს. 2021 წლის 25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი წარუდგინა. პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა