ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება უუნაროა იმ საქმეში, რაც ქვეყანას სჭირდება, ხოლო ძალაუფლების გახანგრძლივებაში, კორუფციულ გარიგებებსა და პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესებაში მშვენიერი უნარი გამოიჩინეს

3200 მარტო სპეცრაზმელი ჰყავდათ მოყვანილი „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრების სამარცხვინო აქცია იყო- უუნაროები არიან იმ საქმეში, რაც ქვეყანას სჭირდება იმიტომ, რომ ქვეყანა არ აინტერესებთ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ის რაც 5-6 ივლისს მოხდა, ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით.

„3200 მარტო სპეცრაზმელი ჰყავდათ მოყვანილი „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრების სამარცხვინო აქცია იყო. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვით. თუ გომელაურმა არ იცის, მით უარესი მისთვის და ჩვენთვის. გამოდის, ისე გეგმავს ამ უბედურებას და სამოქალაქო დაპირისპირებას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის და საერთოდ გონზე არაა რა ხდება. ვინც ოდნავ ჩახედულია პოლიტიკაში, აქციებში და ზოგადად სახელმწიფო როგორ იმართება, ეს იყო მიზანმიმართული აქცია",- აღნიშნავს ბურჯანაძე.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, მმართველი გუნდი „უუნაროა“, მათ ქვეყანა არ აინტერესებთ.

„ხელისუფლება რას მიკეთებს? მივეჩვიეთ, რომ 9 წელი ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაზე, ცუდი ამინდიც კი წინა ხელისუფლებას ბრალდება. ხომ არ შეიძლება 9 წელი სულ ამაზე ისაუბრო. ხელისუფლებისგან მუდმივად გვესმოდა, რომ გვისმენდა ოპოზიცია, ჩანაწერებს ოპოზიცია აკეთებდა, არჩევნებს ოპოზიცია აყალბებდა, ახლა „პრაიდს“ და ამ ყველაფერს ოპოზიცია მართავს, შენ რაღას მართავ მაშინ?! ე.ი. შენ ვერაფერს აკეთებ, როგორც ხელისუფლება უუნარო ხარ. უუნაროები არიან იმ საქმეში, რაც ქვეყანას სჭირდება იმიტომ, რომ ქვეყანა არ აინტერესებთ. რაც მათი ძალაუფლების გახანგრძლივებას, კორუფციულ გარიგებებს და პირად კეთილდღეობის გაუმჯობესებას ეხება მშვენიერი უნარი გამოიჩინეს“,-აღნიშნავს ბურჯანაძე.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხდებით, თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას, უწყებას სპეცრაზმის თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე გაყვანილი ჰყავდა. მისივე თქმით, სპედანიშნულების რაზმი იყო გამოყვანილი, „3200 კაცი მუშაობდა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო