„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და კიდევ ორი მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და კიდევ ორი მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.

პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებული თორნიკე გაბლიანის და მუხრან დადვანის ადვოკატის გელა ჩივაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს აღიარებენ და მათი 3000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. ცოტნე ჩიხლაძის ადვოკატმა თამარ თოფურიშვილმა 2000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, ბაქარ მაისურაძის ადვოკატმა გელა ძაძანიამ და ოთარი გელაშვილის ადვოკატმა ია მეარაყაშვილმა 3000-3000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს მათი გათავისუფლება.

ცნობისთვის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავებმა გუშინ კიდევ 5 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები - ცოტნე ჩიხლაძე, ბაქარ მაისურაძე, მუხრან დადვანი, თორნიკე გაბლიანი და ოთარ გელაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორს და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა