გიგი წერეთელი აშშ-ჰელსინკის კომისიის ლიდერებს, ამერიკის სენატის წევრებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი ამერიკელ სენატორებს, აშშ-ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელებს, ბენ კარდინსა და როჯერ ვიკერს შეხვდა.

შეხვედრა ვენაში შედგა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართა.

„საუბრის მთავარი თემა დღეს არსებული აქტუალური პრობემები იყო, რაც უკავშირდება რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებს, დემოკრატიის გამოწვევებს ეუთოს რეგიონში, აშშ-ის აქტიურ ჩართულობას ეუთოსა და მისი საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.

წერეთელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშნელობას, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რაც ეხება რუსულ ოკუპაციას, ქვეყანაში დემოკრატიულ კონსოლიდაციასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს