5 ივლისს დაჭრილმა პოლონელმა ტურისტმა  ალადაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა

5 ივლისს დაჭრილმა პოლონელმა ტურისტმა იაცეკ კოლანკიევიჩმა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა. პოლონელი ტურისტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახლად გახსნილი სასტუმრო "ბიოგრაფი" პოლონელ ტურისტს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს.

„საქართველოში პირველად ჩამოვედი, მე Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ, ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი.

ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ, სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ", - აცხადებს პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თამაზ იორაშვილის ინფორმაციით, პოლონელი ტურისტი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება სამშობლოში.

„ჩვენი პოლონელი სტუმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დადებითი. იაცეკ კოლანკიევიჩისთვის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რამდენიმედღიან სარეაბილიტაციო კურსს, რომლის დასრულების შემდეგ ის შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.

პოლონელი მოგზაური ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს 5 ივლისს დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელი იმავე დღეს დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა