ნონა გაფრინდაშვილი სპორტსმენებს - თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც  გიყურებთ, დამილოცნიხართ!

ჩვენ იმედით შემოგყურებთ თქვენ. ღირსეული გუნდი ხართ და თქვენგან ველით სერიოზულ მედლებს, - ასე მიმართა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიელებსა და პარაოლიმპიელებს საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე.

როგორც ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ქართველ სპორტსმენებს აქვთ ოლიმპიური დევიზი - „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ და მან იმედი გამოთქვა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე წასული სპორტსმენები, სწორედ ამ შემართებით იბრძოლებენ და ასე ღირსეულად დაბრუნდებიან სამშობლოში.

„მოგესალმებით ძვირფასო ოლიმპიელებო, ძვირფასო პარაოლიმპიელებო, მე მგონი დღეს არის ღირსშესანიშნავი დღე, იმიტომ, რომ დამთავრდა თქვენი ნერვიულობა ოლიმპიადის ჩატარება-არ ჩატარებასთან დაკავშირებით. მე თვითონ სპორტსმენი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ასეთი დიდი ღონისძიება გაუთავებლად გადაიდება. თუმცა თქვენ უფრო დიდი გამოცდა გელით იქ, იმიტომ, რომ პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა და ძალიან შეზღუდულები იქნებით ყველაფერში - თქვენ ამხელა მანძილი უნდა დაფაროთ, ჩაფრინდეთ, უცებ გამოხვიდეთ შეჯიბრზე და დაბრუნდეთ, ეს არის ძალიან სერიოზული გამოცდა თქვენის. მაგრამ თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც თქვენ დღეს გიყურებთ, გისურვებთ წარმატებას. დღეს აქ მობრძანებულია მთელი ხელისუფლება, მოსულები არიან ვეტერანი სპორტსმენები და ჩვენ იმედით შემოგყურებთ თქვენ. ღირსეული გუნდი ხართ და თქვენგან ველით სერიოზულ მედლებს. ჩვენ გვაქვს ოლიმპიური დევიზი - „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ და დარწმუნებული ვარ ამ შემართებით იბრძოლებთ და ასე ღირსეულად დაგვიბრუნდებით. დამილოცნიხართ ისე, როგორც გლოცავთ აქ დამსწრე საზოგადოება!“- განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა