კახა კუჭავა სპორტსმენებს - მოგესალმებით გმირებს, რომლისკენაც მთელი საქართველოს ყურადღება იქნება მომართული - ვიცით, თავს არ დაზოგავთ, რომ ქვეყანა ასახელოთ

ძალიან დიდი ემოციური შეგრძნებაა ჩემთვის, როდესაც ვხედავ, როგორ ასპარეზობთ და ვიცით, რამდენად არ დაზოგავთ თავს, რომ ასახელოთ საქართველო იქ, სადაც მთელი მსოფლიო გიყურებთ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ სპორტსმენებს საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

კუჭავას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ოლიმპიელები საქართველოს ბევრ მედალს, წარმატებასა და სახელს მოუპოვებენ და კიდევ ერთხელ აჩვენებენ მსოფლიოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვართ პატარა ერი, ვართ ძალიან ძლიერი ერი და გვყავს ჩემპიონები. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ოლიმპიელები არიან ის ლიდერები, რომლებმაც ჩვენი მომავალი უნდა განსაზღვრონ.

„მოგესალმებით თქვენ, გმირებს, რომლებისკენაც მთელი საქართველოს ყურადღება იქნება მომართული. ძალიან დიდი ემოციური შეგრძნებაა ჩემთვის, როდესაც ვხედავ, როგორ ასპარეზობთ და ვიცით, თქვენ რამდენად არ დაზოგავთ თავს, რომ ასახელოთ საქართველო იქ, სადაც მთელი მსოფლიო გიყურებთ. წარმომიდგენია, როგორი ემოციები და შეგრძნება გექნებათ თქვენ, როდესაც არენაზე გახვალთ და იცით, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც ერთი ქართველი მაინც არის, ყველა გგულშემატკივრობთ. მე ნამდვილად ვიცი, რომ ყველა თქვენთაგანს ჩემს შვილებთან ერთად გიგულშემატკივრებთ, რადგან მე მინდა, ჩემმა შვილებმა ნახონ, რა არის საქართველოს სახელით ასპარეზობა და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს სახელით გამარჯვება, რაშიც დარწმუნებული ვარ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ნამდვილად მოუტანთ საქართველოს იმაზე დიდი რაოდენობის მედლებს, წარმატებას, სახელს და ძალიან ბევრჯერ გავიგებთ საქართველოს ჰიმნს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვართ პატარა ერი, ვართ ძალიან ძლიერი ერი, გვყავს ჩემპიონები და თქვენ ნამდვილად ხართ ის ლიდერები, რომლებმაც ხვალ ჩვენი მომავალი უნდა განსაზღვრონ. ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვები ნამდვილად უნდა იყვნენ მოტივირებული თქვენნაირი ადამიანებით. მინდა გისურვოთ წარმატება და ვიცით, რომ დაგხვდებით საქართველოში, თქვენ-მედლებით, ხოლო ჩვენ - გახსნილი გულით და დიდი გამარჯვებით!“- განაცხადა კუჭავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა