ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოდირის დასკვნაში არსებული მოსაზრებების ნაწილი  გაუგებარია, ნაწილი კი მშრალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეუთო/ ოდირის დასკვნაში არსებული მოსაზრებების ნაწილი მისთვის გაუგებარია, ნაწილი კი მშრალი.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს შუალედური ანგარიშის შეფასებისას განუცხადა, ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეეჩერებინა, გაუგებარია.

"ეუთო/ოდირის შეფასება ეს არის შუალედური და არა საბოლოო. დაველოდებით საბოლოო დასკვნის ფორმულირებებს და გამოქვეყნებას. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციების, თუმცა რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია. ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა პროცესი, გაუგებარია. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებებს.

შესაძლებელია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საფუძვლად დაედოს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათ შეფასებაში იქონიოს გავლენა, პირიქით ვერ იქნება",- აღნიშნა ოხნაშვილმა.

რაც შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულს, რომ "2021 წლის 19 აპრილს, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, იღებდნენ ვალდებულებას ამ საკითხების განხილვამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების წარდგენა", ოხანაშვილი ამბობს, რომ ამის უზრუნველყოფა პარლამენტს არ ევალებოდა.

"19 აპრილის შეთანხმება ჩვენ რაიმეს არ გვავალდებულებდა ისეთს, რაც ამ პროცესი უნდა გაგვეკეთებინა. ამიტომ, როგორც ჩანს, საბოლოო დასკვნაში მათ მოუწევთ დაკორექტირება. ჩვენ რაც გვევალებოდა, პირნათლად ვასრულებთ",- განაცხადა ოხანაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს კომიტეტი ბოლო კანდიდატს მოუსმენს, ხოლო ორშაბათს კომიტეტის სხდომაზე გადაწყდება ვის დაუჭერს მხარს კომიტეტი და გაუწევს რეკომენდაციას.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მონიტორინგის მესამე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 19 აპრილს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, იღებდნენ ვალდებულებას ამ საკითხების განხილვამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების წარდგენა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს