ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს - ინდოეთიდან დიდი ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში

ინდოეთიდან დიდი ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში ჰიდროელექტროენერგიის, მადნეულის სფეროში, სოფლის მეურნეობაში და ეს ყველაფერი თქვენი ძალისხმევის პასუხად ხდება, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ინდოეთიდან ბიზნესწრეები უფრო და უფრო არიან დაინტერესებულნი საქართველოში კაპიტალდაბანდებით.

„ინდოეთიდან დიდი ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში. ჰიდროელექტრიენრგიის, მადნეულის სფეროში. სოფლის მეურნეობაშიც არის დაინტერესება ინდოელი ინვესტიციების მხრიდან და ეს ყველაფერი თქვენი ძალისხმევის პასუხად ხდება. საქართველოში იოლია ბიზნესის კეთება, ამისთვის მადლობას გიხდით. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი კეთილგანწყობა არსებობს ინდოეთში. ინდოეთიდან ბიზნესწრეები უფრო და უფრო არიან დაინტერესებულნი საქართველოში კაპიტალდაბანდებით და მოუთმენლად ველით საქართველოში ვაჭრობის განვითარებასაც. ინდოეთში ჩვენ დღეს ახალი პროექტები და სქემები გვაქვს შემუშავებული, იმისათვის, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად წახალისდეს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მომუშავე მეწარმეები, რომლებიც აზიის მიმართულებით აპირებენ გაფართოებას, ამ სქემებში ჩაერთვებიან. მადლიერნი ვართ იმ თანმიმდევრული მხარდაჭერისა, რომელიც გაეროს, საერთაშორისო, მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში გვაქვს საქართველოს მხრიდან. ჩვენ კარგი დისკუსია გვქონდა რეგიონული საკითხების შესახებ,"- განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან, ასევე, მადლიერება გამოხატა თბილისში ინდოეთის ეროვნული ლიდერის მაჰათმა განდის ძეგლის განთავსებისთვის.

"მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება დღეს - ჩვენი ეროვნული ლიდერის ძეგლის გახსნა თბილისში, ეს ძალიან დიდი მადლიერების საფუძველს გვაძლევს. მიგვაჩნია, რომ ეს არის კულმინაცია იმ თანამშრომლობისა და მეგობრობისა, რომელიც თქვენთან გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ამბიციური გეგმა გვქონდეს სამომავლო ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას პრემიერ-მინისტრო, ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან და მისი სახელით ვაცხადებთ, რომ ძალიან დიდი პატივია, თქვენთან ვიყოთ ასოცირებულნი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი საზოგადებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია", - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა