ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე  ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესანიშნავი ურთიერთოებები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარიმ ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობა განიხილეს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი ინდოეთში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად მოიწვია.

„დავასრულე მოლაპარაკებები საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. ძალიან კარგი მოლაპარაკებები იყო, განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა ტურიზმის და ვაჭრობის სფეროებში. ჩვენი ურთიერთობები წარმატებულია. შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას, რათა გამოვნახოთ თანამშრომლობის განვითარების გზები. მე ვიცე-პრემიერი ინდოეთში მოვიწვიე და ვთხოვე, რომ ბიზნეს დელეგაციით ეწვიოს ქვეყანას. აუცილებელია ინდოელმა ხალხმა მეტი გაიგოს საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს მაღალი რეიტინგების და ბიზნეს კეთების სიმარტივის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი, რომელიც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას და საქართველოს და ინდოეთის შესანიშნავი ურთიერთოებები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, -განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა