კელი დეგნანი - პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დააპაუზოს, იმედი გვაქვს, ასეც მოხდება

პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დააპაუზოს, იმედი გვაქვს, ასეც მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის ინკლუზიური, ფართო განხილვა მოხდეს. ვიდრე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი წინ წავა, დანიშვნის პროცესი უნდა დაპაუზდეს, ვიდრე რეფორმების შესახებ ეს ინკლუზიური დებატები და განხილვა იმართება და შემდეგ უკვე შეიძლება, დანიშვნები მოხდეს ახალი წესებით, ეს არის რაზეც პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტიაც შეთანხმდა 19 აპრილის შეთანხმებით. საკმაოდ გასაგები და ნათელია, რომ ეს იყო გათვლილი თანმიმდევრულობა – ფართო დებატები, ფართო და ინკლუზიური დებატები მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაპაუზება, ვიდრე ეს დისკუსია დასრულდება, შემდეგ პროცესის განახლება და დასრულება ახალი ჩარჩოს ფარგლებში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამას გააკეთებს.

პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ ეს პროცესი დააპაუზოს. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ ODIR-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ეს ასეც მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს ჰქონდეთ მოსამართლეთა არჩევის წესის მიმართ ნდობა, რათა შემდეგ ჰქონდეთ ამ მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებისადმი ნდობა“, – განაცხადა ელჩმა.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან