Bussines Traveller-ის ჟურნალისტი - საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, რაც მოგზაურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, რაც მოგზაურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ “Business Traveller“-ის ჟურნალისტმა მელანი სვანმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში განსხვავებული ბიუჯეტის მქონე ტურისტს შეუძლია მოგზაურობა.

„ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტურისტული ადგილი დავათვალიერე და ძალიან სასიამოვნო სამოგზაურო გამოცდილება მივიღე. ძალიან ლამაზი ბუნება გაქვთ და ვფიქრობ, თქვენი ქვეყანა სხვადასხვა ტიპის მოგზაურისთვის საოცარი მიმართულებაა. საქართველოში განსხვავებული ბიუჯეტის მქონე ტურისტს შეუძლია მოგზაურობა, აქ დიდი არჩევანია, ტურისტს შეუძლია იპოვოს როგორც პატარა, საშუალო, ასევე მდიდრული სასტუმრო. მნიშვნელობა არა აქვს საქართველოში ზაფხულში იმოგზაურებ, თუ ზამთარში, აქ დიდი არჩევანია, ეს არის -ლაშქრობა, თხილამურები, კეპინგი, ცხენებით გასეირნება და სხვა ტურისტული ატრაქციები. ვფიქრობ, როგორც ახლო აღმოსავლეთიდან, ევროპიდან, ასევე სხვა ადგილებიდან საქართველოს ბევრი ტურისტი ესტუმრება“, - განაცხადა მელანი სვანმა.

საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემა „Business Traveller Middle East“-ის ჟურნალისტს მელანი სვანს უმასპინძლა. 4-დღიანი ტურის ფარგლებში სამოგზაურო და საავიაციო ჟურნალის წარმომადგენელი ყვარელს, ანანურს, სტეფანწმინდას, ჯუთასა და მცხეთას ესტუმრა. ტურისტული ლოკაციების გაცნობის შემდეგ, გამოცემის ჟურნალისტი მელანი სვანი საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიების მგზავრები გაეცნობიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა