გიორგი გახარია „ოცნების“ დეპუტატების შეფასებებზე - ვიღაც რაღაცას დამიძახებს, ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს, ამაზე რეაქცია არ მექნება

ვიღაც რაღაცას დამიძახებს, ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს - არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არა აქვს. მე ამაზე რეაქცია არ მექნება, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მმართველი გუნდის დეპუტატების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

გახარიას თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მათი გუნდის ახალგაზრდა წევრები მაგალითს აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ძირითადი საზრუნავი არის სახელმწიფო და არა მისი პირადი ან პარტიული ინტერესები.

„მე ამას საერთოდ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ. ნული იქნება რეაქცია. მოლოდინით ყველაფერს ველოდებით, მაგრამ ამაზეც რეაქცია არ გვექნება. როგორც ხედავთ, ჩვენს გეგმას მივყვებით - მათ შორის ახალგაზრდების გუნდით, რომლებიც მშვენივრად მუშაობენ. შეხედეთ - ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გუნდის ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებიც მაგალითს აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ძირითადი საზრუნავი არის სახელმწიფო და არა მისი პირადი ან პარტიული ინტერესები. რაც შეეხება იმას, ვიღაცა რაღაცას დამიძახებს ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს - არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არა აქვს. მე ამაზე რეაქცია არ მექნება", - აცხადებს გიორგი გახარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა