"ფორმულას" ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატი - შეიძლება რატი წვერავა აღმოჩნდეს ბრალდებულის სკამზე, ის პროვოცირებას  ახდენდა და აქციის მონაწილეებს პუტინის მონებს ეძახდა

ბოლოს შეიძლება წვერავა აღმოჩნდეს ბრალდებულის სკამზე ცრუ ჩვენებისთვის და სიცრუისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის რატი წვერავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის რომეო კეკუტიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ძალადობა თავად ჟურნალისტების პროვოცირებული იყო.

"თავად ახდენდა პროვოცირებას და აქციის მონაწილეებს ეძახდა პუტინის მონებს, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა და თავადვე ძალადობდა ის. მე მინდა ძალიან მოკლედ შევეხო წვერავას ჩვენებას, რომელიც არის დაზარალებული ამ საქმეზე და გითხრათ, რომ წვერავა მიეჭრა მეუფეს, მიტროპოლიტს, რომელიც იყო რუსთაველის გამზირზე, მას უთხრეს, რომ თავი შეეკავებინა და არ იყო იქ ინტერვიუს მიცემის დრო, ის გადავიდა ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე, პუტინის მონებოო, რა დროსაც შეეცადნენ ის გაერიდებინათ იქიდან და ამ მოცემულობაში, ამ „ჯიკაობაში“ განხორციელდა შესაბამისად ქმედება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ ჩაუდენია. წვერავას იმ დროს მკერდზე, სამაჯურსა და ტანზე შემოკრული ჰქონდა LGBT სიმბოლიკა, ეს იმისათვის, რომ პროვოცირება მოეხდინა კონკრეტულ ჟურნალისტს. მან იცოდა, რა შედეგი დადგებოდა და სურდა პროვოცირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა რაიმე ჩაიდინა",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ის ბრალდებულების ქმედებას არ გმობს.

"არავის მოქმედებას არ ვგმობ, მითუმეტეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის. ბოლოს შეიძლება წვერავა აღმოჩნდეს ბრალდებულის სკამზე ცრუ ჩვენებისთვის და სიცრუისთვის",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სამართალდამცველებმა რომეო კეკუტია, გიორგი კახიანი, თედო ბურდული და გიორგი ნასყიდაშვილი 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო