თავდაცვის მინისტრმა “კრწანისში” ახალი სასადილო გახსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წვრთნებისა და განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ახლად აშენებული სასადილო გახსნეს და სიმბოლურად წითელი ლენტი გაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ახალი სასადილოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ივახშმეს.

„ახალი სასადილო თანამედროვე სტანდარტებით არის აშენებული და ერთდროულად 400-ზე მეტი სამხედროს მიღება შეუძლია. ახალი სასადილო აღჭურვილია თანამედროვე სამზარეულო ტექნიკით, სადაც დამონტაჟებულია კონდიცირებისა და ვენტილაციის უახლესი სისტემები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება დაისახა.

ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს