„ლელო“ - მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას

მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პარტია „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა ურთულეს ვითარებაში წამქეზებლის როლი შეასრულა და შსს-მ ვერ ან არ იმოქმედა ძალადობის აღსაკვეთად.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მოვლენები, რის გაშუქებასაც ლექსო შეეწირა რუსული სცენარის ნაწილია საქართველოში, რომლის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება და სახელმწიფოს ჩამოშლაა. ამ სცენარს ჰყავს ბრმა შემსრულებლები, მაგრამ სამწუხაროდ, ჰყავს დამკვეთები და დამგეგმავები საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემებზე თამაში ხელისუფლების მორიგი წინასაარჩევნო ავანტიურაა, რასაც კონკრეტული ადამიანები სახელმწიფოს ინტერესები ეწირება.

მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას. პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა ურთულეს ვითარებაში წამქეზებლის როლი შეასრულა და შსს-მ ვერ ან არ იმოქმედა ძალადობის აღსაკვეთად.

მოვითხოვთ ფაქტზე უსწრაფეს და სამართლიან გამოძიებას, დამოუკიდებელ ექსპერტიზას და გამოძიების დროს მინიმუმ ეს თანამდებობის პირები არ უნდა იყვნენ დაკავებულ პოსტებზე.

არავის შევარჩენთ უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკულ გარდაცვალებას და არ შევარჩენთ ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო ადამიანების შეწირვას და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობას!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა