ზაალ უდუმაშვილი - “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდის ყველა წევრია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდის ყველა წევრია.

როგორც მან ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისთან განუცხადა, მომხდარი ფაქტის გამო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უნდა გადადგნენ.

“ვისი პასუხისმგებლობაც არის მომხდარში, ყველა აქ არის შეკრებილი, დაწყებული ღარიბაშვილით, გაგრძელებული გომელაურით და ა.შ. უმრავლესობის ყველა ის წევრი, რომელიც 5-6 ივნისის მოვლენებისას ამათ გაპრავებაშია. ყველა არის პასუხისმგებელი იმაზე, რა ტრაგედიაც დღეს დატრიალდა. ყველას მოუწევს პასუხის გაცემა. ღარიბაშვილი და გომელაური რომ უნდა გადადგეს, ამაზე ხომ საუბარი არ არის. მთავარი დამნაშავეები აქ სხედან, ამ ოფისში”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა