ნიკა მელია - ნორმალური ხელისუფლება ახლა შეგვხვდებოდა - საათები აქვს დრო „ქართულ ოცნებას“

ეს ხელისუფლება დღესვე, რამდენიმე საათში უნდა გამოვიდეს და გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებრივი სამართლიანი ვნებათაღელვა არ შეწყდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ეროვნული საკითხია გადასაჭრელი.

„ეს ხელისუფლება დღესვე, რამდენიმე საათში უნდა გამოვიდეს და გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებრივი სამართლიანი ვნებათაღელვა არ შეწყდება, საჭირო იქნება პერმანენტული მშვიდობიანი სამოქალაქო აქციები უწყვეტად, მაგრამ საათები აქვს დრო „ქართულ ოცნებას“. ნორმალური ხელისუფლება ახლა შეგვხვდებოდა. კიდევ მორალური ძალა, რომ შერჩათ ჭიდაობისთვის, ამის ნაცვლათ შეგვხვდებოდნენ. საერთოდ პოლიტიკური სპექტრი დავივიწყოთ ცოტა ხნით. ეროვნული საკითხია გადასაჭრელი“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს