ნინო ლომჯარია - მოვუწოდებ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების  ორგანიზატორები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცენ ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ქმედებების უკან იდგნენ.

ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია "პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

"მინდა მივუსამძიმრო ლექსოს ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს მომხდარი ტრაგედიის გამო. ვფიქრობ, ის, რაც მოხდა 5-6 ივლისს, ამ ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, იდეოლოგები, რომლებიც არ მალავდნენ აღნიშნულს. ამის დასტურია მათი არაერთი განცხადება, როდესაც ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ეძალადათ მათგან განსხვავებულებზე. მოვუწოდებ შსს-ს იმიტომ, რომ მას დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული, კარგად კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები. მოვუწოდებ მათ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებლობა, რადგან ლექსო გარდაიცვალა სწორედ ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად.

რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, მთელი ამ დღეების განმავლობაში ისინი ისმენდნენ ამ ძალადობრივ მოწოდებებს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, 5 ივლისს არ გატარებულა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის ლექსოს თავს დაესხნენ "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც მაღალი ალბათობა იყო, რომ თავდასხმა მოხდებოდა, თუმცა იქ არ იყვნენ მობილიზებული პოლიციელები.

ვფიქრობ, ეს თავდასხმაც არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ძალადობრივ ჯგუფებთან და მათ ორგანიზატორებთან ერთად", - განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო