ვატო წერეთელი - დავიძრებით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც 18:00 საათზე შევუერთდებით ჩვენ კოლეგებს და დავიწყებთ აქციას - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გატაცებული გარდაცვლილი მალე დააბრუნონ ოჯახში

ჩვენ ახლა დავიძრებით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც 18:00 საათზე შევუერთდებით ჩვენ კოლეგებს და დავიწყებთ აქციას, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი ოჯახს მალე დაუბრუნონ.

„პირველ რიგში, ჩემთვის და ოჯახისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გატაცებული გარდაცვლილი მალე დააბრუნონ ოჯახში, რომ მშობლებმა, ოჯახის წევრებმა, მისმა ახლობლებმა შეძლონ მის მკვდართან ტირილი და გლოვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მალე დააბრუნონ გატაცებული გარდაცვლილი. რაც შეეხება გეგმებს. ჩვენ ახლა დავიძრებით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც 18:00 საათზე შევუერთდებით კოლეგებს და დავიწყებთ აქციას“, - აღნიშნავს წერეთელი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს