პარლამენტთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები იკრიბებიან

პარლამენტის წინ, სადაც "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია არის დაანონსებული, უკვე იკრიბებიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ისინი ამ ფორმით გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

აქცია დღეს 18:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს