ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგები "ნიუ-ჰოსპიტალსში" ლექსო ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის თაობაზე უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგები "ნიუ-ჰოსპიტალსში" ლექსო ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის თაობაზე უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს "ტვ პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა "ნიუ-ჰოსპიტალსში" ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უკვე დაიწყო.

სააგენტოს სპეციალისტების და ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა