გიგა ბოკერია - ცხედრის უტიფრად მოტაცება, ბრიფინგზე გაკეთებული მინიშნებები - ნათელია, რა არის მოტივაცია, საზოგადოების თვალში ნაკლებად დამამძიმებელი ვერსია განამტკიცონ

ამ რესურსის მეასედი, ახლა რასაც არკვევენ, გადაადგილებას თუ ტელეფონების ამოღებას, მოძალადეების ჯგუფების განეიტრალებაზე, რომ დაეხარჯათ დაორგანიზების ეტაპზე, მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს უბედურება, სავარაუდოდ, არ მოხდებოდა, ამ უბედურ მდგომარეობაში არ იქნებოდა ქვეყანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარლამენტის შენობის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთში, "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია დაიწყება.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო, მთავრობა უნდა გადადგეს.

„მთელი დღევანდელი საქციელი, ცხედრის ამ ფორმით უტიფრად, კატასტროფულად მოტაცება, ამ ბრიფინგზე გაკეთებული მინიშნებებიც, ის რომ ახლა რესურსს ხარჯავენ, ნათელია მოტივაცია რა არის, საზოგადოების თვალში, მათი აზრით, ნაკლებად დამამძიმებელი ვერსია განამტკიცონ.

ამ რესურსის მეასედი, ახლა რასაც არკვევენ, გადაადგილებას თუ ტელეფონების ამოღებას, მოძალადეების ჯგუფების განეიტრალებაზე, რომ დაეხარჯათ დაორგანიზების ეტაპზე, მთელი ამ წლების განმავლობაში, არამარტო ამ აქციის წინ, ეს უბედურება, სავარაუდოდ, არ მოხდებოდა, ამ უბედურ მდგომარეობაში არ იქნებოდა ქვეყანა.

ამას არ აკეთებდნენ, ამ რეჟიმის ამოცანა და არა პოლიციელების, იყო ამ ძალადობრივი პუტინისტური ჯგუფების, ამ შხამის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ჩვენი ქვეყნის მომავლის, დამოუკიდებლობის და ჩევნი ქვეყნის შიგნით ადამიანების თავისუფლების ხარჯზე“,- აღნიშნავს ბოკერია და დასძენს, რომ ასეთი გამოწვევის დროს „მთავრობის ახლავე გადადგომა ავტომატური საკითხი უნდა იყოს, ჩვენი საბოლოო ამოცანა, ამასთან ერთად არის ივანიშვილის ჩამოცილება სათავიდან, ქვეყნის თავისუფლების რელსებზე დაყენება“

კითხვაზე, მოელის თუ არა, რომ აიღებენ მმართველ გუნდში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ბოკერია აღნიშნავს: „როდის გადადგამს ივანიშვილისნაირი ნევროზული და უტიფარი რეჟიმი რაიმე ნაბიჯს არ ვიცი“.

„ მე არ მიყვარს ამ ტიპის პროგნოზების გაკეთება. მე, როგორც მოქალაქემ და პოლიტიკოსმა ვიცი, რა არის ჩვენი ამოცანა. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია. უნდა გვქონდეს რწმენა და მოთმინება იმის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ მანამ, სანამ ქვეყნისთვის შედეგი არ იქნება. როდის გადადგამს ივანიშვილისნაირი ნევროზული და უტიფარი რეჟიმი რაიმე ნაბიჯს არ ვიცი“,-აცხადებს ბოკერია.

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო